geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სულეიმან დემირელის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულების სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის (პირველი ნაწილი)

სულეიმან დემირელის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს ფიზიკისა და მათემატიკის სასწავლო მიმართულების სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

მობილობის ტიპები:

1. სწავლის მიზნით მობილობა (SMS - Student Mobility for Studies): 

  • მობილობის ხანგრძლივობა: მინიმუმ 2 თვე, მაქსიმუმ 5 თვე

2. სტაჟირების გავლის მიზნით მობილობა (SMP - Student Mobility for Traineeship):

  • მობილობის ხანგრძლივობა: მინიმუმ 2 თვე, მაქსიმუმ 5 თვე (დაშვებულია კვლევითი მიზნით სტაჟირების გავლაც)

3. მოკლევადიანი მობილობა (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის)

  • მობილობის ხანგრძლივობა: მინიმუმ 5 დღე, მაქსიმუმ 30 დღე

 

განაცხადების მიღება ხორციელდება შემდეგ ბმულზე 2026 წლის 2 თებერვლის 10:00 საათიდან (თურქეთის დროით) - 2026 წლის 16 თებერვლის 17:00 საათამდე (თურქეთის დროით)

 

კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდს

 

 

თარიღი: 20/01/2026